განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აცხადებს მე-8 და მე-9 კლასელების მიღებას ანგლო-ამერიკულ საზაფხულო სკოლაში.

ხანგრძლივობა:  7 დღე (16 ივნისი- 22 ივნისი); 11:00-დან 19:00-მდე.


რეგისტრაცია:
  დაიწყება 7 მაისს და დასრულდება 11 ივნისს. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი 12 ივნისს, რომელიც ითვალისწინებს მათ დონის შესაბამის ჯგუფებში გადანაწილებას.

ფასი:
200 ლარი

პროგრამის მიზნები
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებს (მე-10 და მე-11 კლასელებს) გააცნოს  ბრიტანული და ამერიკული:

•    ისტორია
•    კულტურა
•    ლიტერატურა
•    მუსიკა
•    ღირშესანიშნაოებები

ლექციებს ინგლისურად წაიკითხავენ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები.
მოსწავლეები აგრეთვე გაივლიან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმობა საუბარს. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი‘ვისაუბროთ ინგლისურად’ დაეხმარება მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ინგლისურად საუბრის მანერები ინგლისურენოვან გარემოში და შესაბამისად, გაიმდიდრონ ლექსიკა.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს, რომელიც დაეხმარება მათ პრეზენტაციისა და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებაში.
საზაფხულო სკოლაში მიღებული ცოდნის შეჯამება მოხდება დასკვნითი გამოცდის სახით. წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და მომავალში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ 10% ფასდაკლებას სწავლის საფასურზე.
პროგრამის მეორე ნაწილი შეიცავს სახალისო აქტივობებს, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფში მუშაობისა და დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას. დღის მეორე ნახევარი იქნება საინტერესოდ და სახალისოდ დატვირთული სპორტული აქტივობებით, შეჯიბრებებითა და წარმოდგენებით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა: რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის კოორდინატორი: პროფ. დოქტორი ეკატერინე ფიფია- მობ. 593 14 77 97; სამსახურის ტელ: +995 32 2595005 (165); ელ-ფოსტა:ekapipia@ibsu.edu.ge
პროგრამის ტრენერი: ქეთევან ხმალაძე- მობ. 599 95 38 94 ელ.ფოსტა: ketakhmaladze@gmail.com