4 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგ-კურსი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის თემაზე „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“.

ტრენინგში სულ მონაწილეობას იღებდა 23 თბილისის საჯარო სკოლის 23 მოსწავლე. კურსის მთავარი მიზანი გახლავთ განავითაროს ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები, გუნდური პრინციპებისა და გუნდის ეფექტური მართვის უნარი ახალგაზრდებში.

ტრენინგ-კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ ქეისები, რომელიც დაეხმარება მათ განავითარონ ის უნარი და ცოდნა, რომელიც გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციისათვის არის საჭირო. ღონისძიებაზე ეწყობოდა თამაშები, რომელიც კურსს უფრო მრავალფეროვანსა და ხალისიანს ხდიდა დამსწრე საზოგადოებისათვის.

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია უმაღლესი განათლების შესახებ.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა სკოლის მოსწავლეს უნივერსიტეტის სახელით გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

  • 10491171_382787521906065_8308096173674432090_n
  • 1947855_382787355239415_4523380879703299142_n
  • 10004045_382787048572779_4224037943108128376_n
  • 11011728_382787388572745_2340037710888144515_n
  • 10389965_382788365239314_1474722114393825488_n
  • 11016967_382787541906063_3056900408309374755_n
  • 11041443_382786745239476_7453048400372921037_n
  • 11108584_382787091906108_3394909586473977769_n
  • 11108875_382786818572802_5425429056582137090_n
  • 11109450_382786678572816_6867809669710954158_n
  • 11137086_382788778572606_8482640556224286484_n
  • 11143254_382787225239428_1472514386967003478_n
  • 11146303_382786925239458_9179128161485553888_n
  • 11146487_382786831906134_5771714565785970910_n
  • 11150388_382787171906100_6270711226591958492_n
  • 11159547_382788681905949_5461989047175238157_n
  • 11168095_382786685239482_4589799953319091530_n
  • 11173324_382786991906118_1557175984236843145_n
  • 11174813_382789538572530_9012846240748383865_n