შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტ „IBSU Summer School-ის“ ფარგლებში აცხადებს სკოლის მოსწავლეების მიღებას პროგრამაზე „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“.

პროგრამა გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით.

პროგრამის მიზანია, განავითაროს ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარ-ჩვევები, გუნდური პრინციპებისა და გუნდის ეფექტური მართვის, კრიტიკული აზროვნებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი, ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების ამაღლებას ახალგაზრდებში.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ქეისები, რომელიც დაეხმარება მათ განივითარონ უნარჩ-ვევები. სკოლაში მოეწყობა თამაშები, რომელიც კურსს უფრო მრავალფეროვანსა და ხალისიანს გახდის მონაწილეებისათვის.
IBSU Summer School-ის კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს უნივერსიტეტის სახელით გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები და პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროგრამის თემატიკა:

  • ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიდერი – მოტივატორი;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • დროის მართვა;
  • დღის ეფექტური დაგეგმვა;
  • გენდერუკლი თანასწორობა;
  • მოლაპარაკებების ხელოვნება;
  • სტერეოტიპები;
  • ჩარჩოებს მიღმა აზროვნება;
  • საჯარო გამოსვლები;
  • გასაუბრების ტექნიკები;

• პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობებს და გასართობ პროგრამებს (სპორტული აქტივობები, ექსკურსია და ა.შ. ).

პროგრამა ჩატარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტის კამპუსში 6 დღის განმავლობაში 10:00 დან 18:00 საათამდე.
პროგრამის ვადები: 6ივლისიდან  – 11 ივლისის  ჩათვლით;
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15 – 20 მონაწილე;
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ივლისი
გათვალისწინებულია სამჯერადი კვება;
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება: 150 ლარი

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა: რეგისტრაცია

საკონტაქტო პირი: ანი ასათიანი
„IBSU Summer School“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. # 2
ტელ /ფაქსი: (+995 32) 59 50 05/06 (130)
მობ.: (+995) 599 51 18 50
(+995) 597 27 86 86
summer@ibsu.edu.ge
www.summer.ibsu.edu.ge
www.ibsu.edu.ge